კურსის შესახებ
კურსი შეისწავლის საერთაშორისო სამართლის ცნებას, სოციალურ ბუნებას, სისტემასა და წყაროების სპეციფიკას, ასევე ცალკეულ დარგებში მოქმედ პრინციპებსა და ნორმებს.
სწავლების მეთოდი. კურსი მუშაობს ქეის-მეთოდით — ყოველი სემინარი აგებულია კონკრეტული საქმის ანალიზზე. ლექციამდე ივსება მოკლე ქვიზი (Just-in-Time Teaching), რომლის შედეგებიც განსაზღვრავს, რას დაეთმობა ლექციის დასაწყისი.
შეფასება — 100 ქულა
| კომპონენტი | ქულა | შენიშვნა |
|---|---|---|
| აქტივობა (სემინარული დისკუსია) | 10 | |
| ქვიზები (Moodle-ის ავტომატური შეფასებით) | 10 | |
| პრეზენტაცია | 20 | |
| შუალედური შეფასება (ტესტი) | 30 | კვირა 7 · 3 ღია კითხვა (ჯამურად 20 ქულა) + 10 დახურული კითხვა (ჯამურად 10 ქულა) |
| დასკვნითი შეფასება (ტესტი) | 30 | კვირა 16 · მინიმალური ზღვარი: 11 |
შუალედური შეფასების კომპონენტების მინიმალური ზღვარი: 22 ქულა. დასკვნით გამოცდაზე გასვლა სავალდებულოა.
შეფასების შკალა
| A | B | C | D | E | FX | F |
|---|---|---|---|---|---|---|
| 91–100 | 81–90 | 71–80 | 61–70 | 51–60 | 41–50 | 0–40 |
კვირები
კვირა 1
სამართლის თეორია, სამართლის ცნება და შედარებითი სამართალმცოდნეობა
კვირა 2
საერთაშორისო სამართლის ცნება, არსი და წყაროები; საერთაშორისო და შიდასახელმწიფ…
კვირა 3
საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები
კვირა 4
საერთაშორისო სამართლის სუბიექტები
კვირა 5
საერთაშორისო ორგანიზაციები და კონფერენციები
კვირა 6
საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი
სად არის მასალა
ოფიციალური სასწავლო მასალა და დავალებები იტვირთება ARGUS-ში, ქვიზები — Moodle-ში. ეს საიტი დამატებითი, ღია რესურსია: აქ განთავსებულია მხოლოდ ის მასალა, რომლის გამოქვეყნებაც ლიცენზიით დაშვებულია.